რეზიდენტურა
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რასაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ფარგლებში ვახორციელებთ, ახალგაზრდა თაობისა და პროფესიონალი კადრების ზრდაა, რისთვისაც დავნერგეთ რეზიდენტურის პროგრამა როგორც ლაბორატორიულ მედიცინაში, ისე კლინიკურ პათოლოგიაში
- ლაბორატორიული მედიცინა
- პათოლოგიური ანატომია - კლინიკური
რეზიდენტურა

პათოლოგიური ანატომია - კლინიკური
ხანგრძლივობა: | 33 თვე |
აკრედიტირებული დაწესებულება: | მეგალაბი |
პროგრამის ხელმძღვანელი: | ალექსი ბაიდოშვილი |
სწავლების ადგილი: | თბილისი |
კლინიკური ბაზები: | თბილისი, მეგალაბი, თბილისი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო |
სწავლის ღირებულება: | თვეში 500 ლარი |
უპირატესობები
· გაიაროთ გარკვეული მოდულები ევროპაში რეზიდენტურის განმავლობაში
· იმუშაოთ მეგალაბში სწავლის პერიოდში
· დასაქმდეთ მეგალაბსა და ევექსის ქსელში სწავლების დასრულებისა და სერტიფიკატის მიღების შემდეგ
თუ გსურთ ჩააბაროთ მეგალაბის რეზიდენტურაში, გამოგვიგზავნეთ შემდეგი დოკუმენტაცია:
· უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი
· პირადობის მოწმობის ასლი
· რეზიუმე (CV), რომელშიც მითითებული იქნება ‒ ელფოსტა, ტელეფონის ნომერი, განათლება, გამოცდილება
· ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი ‒ გამსვლელი მინ. 151 ქულით
გაითვალისწინეთ: 1. ვისაც არ ექნება ყველა დოკუმენტი გამოგზავნილი, დარეგისტრირებულად არ ჩაითვლება; 2. სავალდებულოა ყველა დოკუმენტი გამოგვიგზავნოთ დასკანერებული; 3. თქვენი რეზიუმე (CV) უნდა იყოს Word-ის ან PDF-ის ფორმატში; 4. თქვენ მიერ მიმაგრებული ფაილი არ უნდა აღემატებოდეს 10 მეგაბაიტს, წინააღმდეგ შემთხვევაში დოკუმენტი ვერ აიტვირთება
საბუთების მიღება მიმდინარეობს 2025 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით. პროგრამაში მონაწილეთა მსურველებს ჩაუტარდებათ მხოლოდ გასაუბრება. გადაწყვეტილება პროგრამაში ჩარიცხვაზე მიიღება გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით